დაღესტანში, რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ასობით ადამიანია შეკრებილი

05-05-2020 14:02:51 კავკასია

დაღესტნის დერბენდის რაიონში რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნას ასობით ადამიანი ელის. საზღვართან ხალხის მოზღვავება ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია იმის შესახებ, რომ მაისის დასაწყისში აზერბაიჯანი საზღვარს გახსნიდა, - განუცხადეს "Кавказ.Реалии"-ს ადგილობრივებმა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხალხის რაოდენობა კიდევ იმატებს. რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფუად შიხიევი ირწმუნება, რომ შეკრებილთა ნაწილი სასტუმროებში და დასასვენებელ ბაზაში განათავსეს, ნაწილი კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეიკედლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით კი, 200-მდე ადამიანი იძულებულია, საზღვართან მდებარე დიდ ფარეხში იცხოვროს, ხოლო ვინც ვერ ეტევა, პირდაპირ ქუჩაში ათევს ღამეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები