Accentnews.ge
რას ყვება საბა ჟღენტი გამოძიებასთან თავდასხმაზე – მღვდელმთავრის ჩვენება

რას ყვება საბა ჟღენტი გამოძიებასთან თავდასხმაზე – მღვდელმთავრის ჩვენება

05/05/2020 10:17:25 სამართალი

დაზარალებული მღვდელმთავარი საბა ჟღენტი მის ავტომანქანის მისამართით განხორიელებული სროლის დეტალებს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება. კერძოდ, სასულიერო პირი ირწმუნება, რომ ვის მიერ განხორციელდა გასროლა, მას არ დაუნახავს. ასევე მან უარი თქვა სამედიცინო ექსპერიზის ჩატარებაზე.

ინფორმაციისთვის: საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვის ბრალდებით დაკავებულია ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახური, მეუფე იობის შვილობილი – ერისკაცობაში კობა კობაიძე. გამოძიების ვერსიით, მან საბა ჟღენტის ავტომანქანას სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი.

„გაისმა დიდი, სავარაუდოდ, იარაღიდან სროლის ხმები. მაშინვე მივხვდი, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გვესროდნენ. სროლა ჩვენგან მარჯვენა მხარეს ხორციელდებოდა, თუ საიდან – ვერ დავინახე. ასევე ვერ დავინახე პირი, რომელიც გვესროდა. ავტომანქანა არ გამიჩერებია, სწრაფი სვლით გავიარე გზა. გავცდი 200–მდე მეტრით, რა დროსაც მანქანაზე დაგვეშვა საბურავი. გავაჩერე მანქანა, შევცვალეთ საბურავი. სოლის დროს დაზიანდა ავტომანქანა – საქარე მინის ორი ადგილი, უკან მანქანას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სროლის შედეგად ჩვენ არავითარი დაზიანება არ მიგვიღია. მე არ ვსაჭიროებს სამედიცინო ექსპერტიზას. შემდეგ ერთ–ერთმა ჩვენგანმა მამა ეფრემს დაურეკა, სთხოვა, თავისი ავტომანქანით წავეყვანეთ, რადგან მისი ავტომანქანით გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნებოდა“,– აცხადებს საკუთარ ჩვენებაში საბა ჟღენტი, რომლის ფრაგმენტებიც „ტვ პირველმა“ მოიპოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S