მე–6 დღეა, აჭარაში კოვიდ–19–ის შემთხვევა არ დადასტურებულა
06/05/2020 07:09:13 საზოგადოება
მეექვსე დღეა, 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა –დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსის პირველი მეშთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ყველაზე მსხვილად ითლება ე.წ. ქობულეთის კლასტერი.
ცნობისთვის: ბათუმში შესვლა და ქალაქიდან გამოსვლა 5 მაისიდან ნებადართულია.


