Accentnews.ge
ფერმერმა ქალმა კიტრის სათბური სამუშაოს გარეშე დარჩენილ თანამშრომელებს აჩუქა

ფერმერმა ქალმა კიტრის სათბური სამუშაოს გარეშე დარჩენილ თანამშრომელებს აჩუქა

06/05/2020 09:01:56 რეგიონები, საზოგადოება

ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური ახალი კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილ თანამშრომელ ქალებს აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო–ს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

„ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ“, - აცხადებს ქეთი თომეიშვილი.

კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.

ქეთი თომეიშვილი გაერო–ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S