Accentnews.ge
"კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს"

"კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს"

06/05/2020 12:00:03 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს.

"ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს. ის, ყველამ იცის და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია და ბევრი წელია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოებსაც წარმოადგენდა. მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვისაც და ვიცით, აქვს და ჰქონდა „ესპერსონა“ -ასეთი სააგენტო და ოპერირებდა მედია სივრცეში და მათ შორის, ფეისბუქსივრცეში, მაგრამ “ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი, ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს ან რაიმე დავალება მის მიმართ “ქართული ოცნებიდან” არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება, ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის: "ფესიბუქმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიამ დაბლოკა PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ანგარიშები. ამასთან, კომპანიის ცნობით, გაუქმებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც. ორივე შემთხვევაში "ფეისბუქი" მიზეზად "არაავთენტურ ქცევას" ასახელებს.

კომპანიის განცხადებით, წაშლილია "ეSპერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით კი – 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram-ანგარიში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S