
გალელმა ზინა შამუგიამ 112-ე დაბადების დღე აღნიშნა
06/05/2020 17:45:19 კონფლიქტები
გალის რაიონის მკვიდრმა ზინაიდა შამუგიამ 112-ე დაბადების დღე აღნიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი უხუცესი იუბილეს ნათესავების, ახლობლებისა და მეზობლების წრეში შეხვდა.
"ზინა ბებო თავს კარგად გრძნობს. მისი იუბილე მხიარულად აღვნიშნეთ. თავადაც ასწია ჭიქა და ყველას დღეგრძელობა გვისურვა", - ყვება მისი ნათესავი მაია ქეცბაია.
ზინა შამუგია 1908 წელს სოფელ ბარღებში დაიბადა. შეესწრო ენგურჰესის მშენებლობას, სადაც შემდგომში 10 წლის განმავლობაში იმუშავა. იმავე პერიოდში მუშაობდა რაიონულ ჩაის ფაბრიკაშიც. შრომითი წარმატებებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ასაკის მიუხედავად, ქალბატონი ზინა დღესაც აქტიურად შრომობს: უვლის საკუთარ ბოსტანსა და თხილის პლანტაციას.