
ქალი რძლის ცემისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის დააკავეს
07/05/2020 08:37:15 სამართალი
დედამთილი რძალის ცემის, მუქარისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცის შსს ავრცელებს. ირკვევა, რომ ეს ქალის მხრიდან საკუთარ რძალზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის: დანაშაული თავისუფლების 2- დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1962 წელს დაბადებული ქალი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს. -ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიებისვე ცნობით, მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.