
"სეირნობის აქციაზე" დაკავებულებიდან ორი დაჯარიმდა, ერთს კი გაფრთხილება მიეცა
07/05/2020 12:59:52 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის” მიერ ორგანიზებულ ე.წ. სეირნობის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირიდან ორს ჯარიმა დააკისრა, ერთს კი გაფრთხილება მისცა. ჯარიმა 1000-1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
ცნობისთვის: 23 აპრილს „გირჩის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.