Accentnews.ge
სოხუმის სასტუმროში კარანტინში 188 ადამიანი იმყოფება

სოხუმის სასტუმროში კარანტინში 188 ადამიანი იმყოფება

07/05/2020 17:50:24 კონფლიქტები

სოხუმის სასტუმრო “აიტარში” ამ დროისთვის კარანტინში უცხოეთიდან დაბრუნებული 188 ადამიანი იმყოფება, - იუწყება მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის აფხაზური ოპერატიული შტაბი.

მისივე ინფორმაციით, სადღეისოდ ტესტირება 34 მათგანს აქვს ჩატარებული და ყველა შემთხვევაში კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი იქნა მიღებული.

სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ოპერატიული შტაბი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საგანგებომ დგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებულ წესებს განუხრელად დაემორჩილოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S