სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 40 კმ-ში ჯიქი დააფიქსირეს [ვიდეო]

08-05-2020 10:54:20 ეს საინტერესოა

სომხეთის თავუშის მხარის სოფელ ენოკავანის ტერიტორიაზე (საქართველოს საზღვრიდან 40 კმ-ში) ვიდეოკამერებმა ჯიქი დააფიქსირეს, - იუწყება სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტრო.

ადრე, 2019 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენოკავანის მაცხოვრებელს ჯიქი დაესხა თავს. მოგვიანებით დაზარალებულის ტანსაცმლიდან ბეწვის სინჯები აიღეს ექსპერტიზაზე გადასაგზავნად, რომელიც გერმანიაში ჩატარდა. ექსპერტებმა ჯიქის თავდასხმის ფაქტი 99%-იანი სიზუსტით გამორიცხეს. იმ ტერიტორიაზე ამ ცხოველის ბინადრობის ფაქტი ვერც საველე კვლევებმა გამოავლინეს.

თუმცა ველური ბუნების მსოფლიო ფონდის სომხური ფილიალის წარმომადგენლებმა (WWF Armenia), დაუჯერეს რა სოფლის მაცხოვრებელს, რომ ცხოველი, რომელიც მას თავს დაესხა, ნამდვილად ჯიქი იყო, საველე კვლევები განაგრძეს და ვიდეოხაფანგების გეოგრაფია გააფართოეს. კვლევამ დადებითი შედეგი გამოიღო, კამერებმა ჯიქი დააფიქსირეს, - იუწყება რადიო «აზატუტიუნი».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები