Accentnews.ge
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ამ  ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

08/05/2020 08:51:54 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მაისის 769-ე განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მთავრობამ განკარგულება 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის შეადგენს 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის 300 ლარს.

ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაურიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S