Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "400 000 ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა"

ირაკლი კობახიძე: "400 000 ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა"

11/06/2019 17:04:52 ციტატა

"400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2012 წელს წინა ხელისუფლებამ 1 150 000 ადამიანი დაგვიტოვა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა. როდესაც ეკონომიკა იზრდება და ეკონომიკა არის გაზრდილი მნიშვნელოვნად 2012 წლის შემდეგ, ეს თავისთავად იწვევს, პირდაპირ რომ დახედოთ ქვეყნების მონაცემებს, ნახავთ ერთი ქვეყანა სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 5 ათასი დოლარი, მეორე ქვეყანაში 10 ათასი დოლარი, მესამეში 2 ათასი დოლარი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის სიღარიბე... თბილისში რეგისტრირებული იყო 200 000 ავტომობილი 2012 წელს და დღეს თუ არის მეტი გაჭირვება უნდა იყოს 200 000-ზე ნაკლები ხო? დღეს არის 500 000 ავტომობილი რეგისტრირებული. ანუ ორ ნახევარჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო თბილისში ავტომობილის შეძენა. მარტივად, ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებთ, თუ 200 000 იყო და 5 წლის შემდეგ არის 500 000 ადამიანებს აქვთ მეტი შემოსავალი".

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.  


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S