
რას ურჩევს სანიკიძისა და ოქრუაშვილის კავშირით აღშფოთებულ რობაქიძეს სანიკიძე
11/06/2019 19:37:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ბუტა რობაქიძის მამას სოსო რობაქიძეს ურჩევს, სასამართლოს მიმართოს.
"სოსოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თუ რაიმე პრეტენზია აქვს, მიმართოს სასამართლოს.
ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართოს და ვნახოთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი",– განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის: დღეს გუბაზ სანიკიძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური ორგანიზაცია წარადგინეს. ღონისძიებაზე მივიდა რობაქიძე და საკუთარი პროტესტი გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში და ამას არ დაუშვებს. მან აღნიშნა ისიც, რომ სანიკიძეს პატივს სცემდა და გული სწყდება, რომ ის დღეს ოქრუაშვილთან ერთადაა.