Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

08/05/2020 21:06:06 კონფლიქტები

მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის აფხაზური ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა.

კერძოდ, შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 33 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 4-ს ვირუსი დაუდასტურდა.

“რესპუბლიკაში ორგანიზებულია საკარანტინო პუნქტები იმ ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, სადაც კორონავირუსია გამოვლენილი. სადღეისოდ სოხუმის სასტუმრო “აიტარში” კარანტინზე 209 მოქალაქე იმყოფება” – აცხადებენ შტაბში.

აფხაზური ოპერატიული შტაბი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, სიფრთხილე გამოიჩინოს და მაქსიმალურად მკაცრად დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

ცნობისთვის: დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა იყო დადასტურებული. მათგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მესამე - 1925 წლის ქალი თვითმდევი დაავადებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S