
"ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინიდან თმების თრევით გაძევებული სააკაშვილი, ვფიქრობ, რამდენიმე თვეში იგივეს ვიხილავთ"
09/05/2020 05:50:01 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინიდან თმების თრევით გაძევებული სააკაშვილი, ვფიქრობ, რამდენიმე თვეში იგივეს ვიხილავთ", – ამის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამარცხვინო კადრები ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავისი მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც იყო 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან თმების თრევით. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებისთვის იბარებს.