Accentnews.ge
ირაკლი სესიაშვილი – "Daily Mail"-ის სტატიაზე: "ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ"

ირაკლი სესიაშვილი – "Daily Mail"-ის სტატიაზე: "ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ"

10/05/2020 18:27:42 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ", – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "Daily Mail"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვით, "კრემლთან დაახლოებული ჰაკერების დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრებს თავს ესხმიან".

სესიაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებულ ცნობებს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ და აქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წევრებს გაუცრუვდებათ იმედი, რომ სტატიით საქართველოს იმიჯი დაზიანდება:

"ეს არის ჩვენი ოპონენტების იმ მავნებლური სერიიდან, როცა ძალიან სურთ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს. ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ და მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედი უნდა გავუცრუოთ, რომ საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში".

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "Daily Mail"–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

"ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას", - განაცხადა დეკანოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S