
კობახიძე 600 000 პირისთვის ვალის ჩამოწერაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
11/06/2019 20:51:15 ციტატა
"ეს პროექტი განიხილებოდა და ამის თაობაზე დააანონსა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვით ადრე. უცებ მიუვიდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ჭორი თუ რა, არ ვიცი, რომ ჩვენ ამის დაანონსებას ვაპირებდით არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დღეს, რაც არასწორი ინფორმაცია იყო. მეორე დღეს მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჩაატარა ბრიფინგი მათ ლიდერებთან ერთად და გამოაცხადა, "აბა თუ ბიჭები ხართ, ხვალ გაანულეთ ვალებიო". მეორე დღეს გამოვიდა მამუკა ბახტაძე და თქვა, "ბიჭები ვარ და გავანულეთ ვალებიო". მათ რომ ეს განცხადება არ გაეკეთებნათ, მერე ტურამდე ჩვენ არ ვაპირებდით ამის გაკეთებას. რაც გვითხრა მთავარმა ოპონენტმა, ის გავაკეთეთ"
განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ვალების განულების პროექტზე საუბრისას, რომელიც საერთასორისო პარტნიორებისა და დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვად შეფასდა.
ცნობისთვის: საპრეზიდენტო არჩევნებისას ვალების განულების პროექტი დაანონსდა, მოგვიანებით კი 600 000 მოქალაქეს საბანკო ვალი ჩამოეწერა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021