Accentnews.ge
პოლიციელს მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებენ: „ჩემმა შვილმა აივნიდან გადახტომა სცადა"

პოლიციელს მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებენ: „ჩემმა შვილმა აივნიდან გადახტომა სცადა"

11/05/2020 10:18:26 სამართალი

ტყიბულის ინსპექტორ-გამომძიებელს ეკა ისაკაძეს, ასატუროვების ოჯახი 13 წლის ბავშვზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც მოზარდის ოჯხის წევრები ყვებიან, ბავშვმა თვითმკვლელობაც სცადა.

"ჩემი 13 წლის შვილზე განახორციელა როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბავშვი ძალიან განერვიულებული იყო და აივნიდან გადახტომა სცადა", - ამბობს „ფორმულასთან“ მოზარდის დედა ბელა ასატუროვა.

ოჯახის ადვოკატის ცნობით, ინციდენტის შემდეგ მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა და ის ამ დრომდე სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

"გამოძიება მიმდინარეობს პოლიციელის მხრიდან სავარაუდოდ უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ამ კონკრეტული პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემდეგ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა და ოჯახმა მიმართა ამ დახმარებას. მოზარდი დღემდე ფსიქოლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება", - ამბობს ლევან ჭელიძე.

თავად პოლიციელი ფაქტს უარყოფს:

"თუკი რაიმე კითხვა იქნება შესაბამის ორგანოებს ამ კითხვებზე დეტალურ პასუხს გავცემ. ასეთი ფაქტი არ ყოფილა".

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S