Accentnews.ge
სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც ბავშვს შესაძლოა, Covid-19 ჰქონდეს

სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც ბავშვს შესაძლოა, Covid-19 ჰქონდეს

11/05/2020 10:42:42 საზოგადოება

Covid-19–ის გავრცელების პირველ ეტაპზე რიგი მეცნიერები აცხადებდნენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში დაავადება ძალიან მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობდა. თუმცა უკანასკნელი ცნობების გათვალისწინებით, ეს მდგომარეობა შეცვლილია. აშშ–ში ისევე, როგორც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ბავშვები გაურკვეველი ანთებითი სინდრომის გამო ჰოსპიტალიზებას საჭიროებენ. მეცნიერების თქმით, ხსენებული სინდრომი შესაძლოა, ახალ კორონავირუსს უკავშირდებოდეს, რადგან ამ სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას Covid-19 დაუდგინდა, – იუწყება ამერიკული გამოცემა Bestlifeonline.

ამ სინდრომის მქონე ბავშვთა ასაკი 6 თვიდან 15 წლამდე მერყევობს. გასულ კვირაში ნიუ–იორკში აღნიშნული სინდრომით ჰოსპიტალიზებული 3 ბავშვი დაიღუპა. მეცნიერების განცხადებით, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი კავასაკის დაავდების მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.

სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც ბავშვს შესაძლოა, Covid-19 ჰქონდეს:

გამონაყარი ტანზე. ეს სიმპტომი გაურკვეველი ანთებითი სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვების დაახლოებით, 50%–ს აღენიშნება.

ღებინება. ეს სიმპტომი გაურკვეველი ანთებითი სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვების 50%–ზე მეტს აღენიშნება.

მუცლის ტკივილი. ეს სიმპტომი გაურკვეველი ანთებითი სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვების 50%–ზე მეტს აღენიშნება.

დიარეა. ეს სიმპტომი გაურკვეველი ანთებითი სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვების 50%–ზე მეტს აღენიშნება.

მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში. გაურკვეველი ანთებითი სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვების ნაწილს ზედიზედ 3–4 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

რესპირატორული პრობლემები. სუნთქვის უკმარისობა გაურკვეველი ანთებითი სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვების 50%–ზე ნაკლებს აღენიშნება.

შეშუპებული ხელები და ფეხები.

შეგახსენებთ, რომ ბავშვებში გაურკვეველი ანთებითი სინდრომის თაობაზე ინფორმაცია პირველად ბრიტანელმა ექიმებმა გაავრცელეს. აღნიშნული სინდრომით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს მაღალი ტემპერატურა, გულის პრობლემები და ნაწლავების ანთება აღენიშნებათ. აშშ–სა და ბრიტანეთის გარდა, გაურკვეველი ანთებითი სინდრომი ბავშვებში იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაშიც დაფიქსირდა.

ამჟამად მეცნიერები კოროვირუსული პანდემიისა და კავასაკის დაავადებას შორის შესაძლო კავშირს იკვლევენ. კავასაკი მწვავე ანთებითი დაავადებაა ბავშვებში, რომელიც მაღალ ტემპარატურასა და არტერიების შეშუპებას იწვევს. როგორც წესი, კავასაკი განკურნებადი დაავადებაა, თუმცა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დასრულდეს. იგი ძირითადად 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S