Accentnews.ge
საია: მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო დაწესებულებას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

საია: მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო დაწესებულებას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

11/05/2020 11:06:03 სამართალი

გარდაცვლილი პაციენტის მშობელმა სამედიცინო დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მშობლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისათვის 10 000 ლარის (დაკრძალვის ხარჯები) გადახდა დაეკისრა,– იუწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მოსარჩელის ინტერესებს სასამარტლოში იცავდა.

მისი ცნობით, პაციენტი 2014 წლის 5 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახმეტის რაიონული სამსახურის ექიმის არასათანადო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. პაციენტის მშობელი დავობდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარ სამედიცინო ქმედებას, რაც გამოიხატა ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შეუსრულებლობაში, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. გარდა მცდარი სამედიცინო ქმედებისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S