Accentnews.ge
კორონავირუსი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსულ სამხედრო ბაზაზეც გამოვლინდა

კორონავირუსი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსულ სამხედრო ბაზაზეც გამოვლინდა

11/05/2020 11:12:51 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი დაინფიცირდა, რომელიც ამჟამად სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ მედიას “იუგოოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარემ მარინა კოჩიევამ განუცხადა.

ამასთან, სად დაინფიცირდა სამხედრო პირი და ჰქონდა თუ არა მას კონტაქტები ბაზაზე და მის ფარგლებს გარეთ – დე ფაქტო ხელისუფლება არ აკონკრეტებს.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ ცნობები 6 მაისს გაჩნდა. 10 მაისისთვის ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა უკვე 22-მდე იყო გაზრდილი. მათი უმრავლესობა რუსეთიდან ჩასული მოქალაქეებია, მათ შორის – 14 კურსანტი. დღეს კიდევ ერთი - 23-ე შემთხვევა დადასტურდა. ამგვარად, ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში სულ 24 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული.

დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარი ცხინვალმა თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტა, რუსეთთან კი იგი სრულად მხოლოდ 10 მაისს ჩაიკეტა.

იხილეთ ასევე: მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?

“ეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S