
სირიის ხელისუფლება: "ისრაელის ავიაიერიში მოვიგერიეთ"
12/06/2019 04:57:48 სხვა, მსოფლიო
სირიის მედია იუწყება, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის ავიაიერიში მოიგერიეს.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელმა ავიაიერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე მიიტანა. კერძოდ, სამიზნე ტელ-ალ-ხარას რაიონი იყო.