Accentnews.ge
ოთარ ფარცხალაძის ავტომობილით გადაადგილებაზე შსს–ს თანამშრომლებთან დაკავშირებით ძიების დაწყებას ითხოვენ

ოთარ ფარცხალაძის ავტომობილით გადაადგილებაზე შსს–ს თანამშრომლებთან დაკავშირებით ძიების დაწყებას ითხოვენ

11/05/2020 13:42:22 სამართალი

25 აპრილს ოთარ ფარცხალაძის მიერ ავტომობილით გადაადგილებისა და შესაძლო კანონდარღვევის გამოძიების მოთხოვნით პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა.

კოჟორიძე მოითხოვს გამოძიება დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების უმოქმედობაზე, რომელთაც კანონდარღვევაზე სამართლებრივი რეაგირება არ მოახდინეს.

„ჩვენს პარტიას განცხადება შეაქვს პროკურატურაში და ითხოვს გამოძიების დაწყებას შსს-ს იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც ევალებოდათ სამართლებრივი რეაგირების მოხდენა ფარცხალაძის მიერ შესაძლო კანონდარღვევაზე. ჩვენთვის დღემდე არაა ცნობილი, რა რეაგირება მოახდინეს. 20 მილიონზე მეტი ჯარიმაა დღემდე გამოწერილი. ესაა ოცნების მორალი: უბრალო ადამიანებს აჯარიმებენ 3000 ლარით, ხოლო გავლენიან პირებს ჯიპით სეირნობის უფლებას აძლევენ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S