Accentnews.ge
როდიდან დაიწყება ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება – იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის კომენტარი

როდიდან დაიწყება ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება – იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის კომენტარი

11/05/2020 15:27:04 რეგიონები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება.

მისივე თქმით, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა:

„ჩვენ ღვანკითთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რჩევით მკაცრი პროტოკოლი გავატარეთ. რადგან ბევრი შემთხვევა იყო დაფიქსირებული ღვანკითში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტილიყო მთლიანად სოფელი და მოქცეულიყო საკარანტინო ზონაში. ყველა ის ღონისძიება, რაც შემდეგ ადგილზე გატარდა, იყო სწორედ პრევენციის, რომ სოფელში აღარ ყოფილიყო შემდგომი გავრცელება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გატარებული ზომებიდან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ და უახლოეს დღეებში იგეგმება ღვანკითის გახსნა და მიღებული ზომების შემსუბუქება“.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სახელმწიფო სოფელ ღვანკითის მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარა:

„სოფელში იყო პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც უჭირდათ მოქალაქეებს, რისთვისაც გამოვძებნეთ სხვადასხვა გზები მათთვის, ადგილზე ჩააკითხეს და შეიძინეს დაინტერესებულმა პირებმა პროდუქცია და მისი რეალიზაცია მოხდა უკვე სხვადასხვა ქალაქებში. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო რეაგირებდა ძალიან ოპერატიულად ყველა საკითხზე, რაც შეიძლება დამდგარიყო ღვანკითის მოსახლეობის წინაშე“.

ახალი კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევის შემდეგ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაიკეტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S