Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთში COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

11/05/2020 16:47:35 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 17 ტესტი ჩატარდა და ერთ შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა, - იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ადგილობრივი ოპერატიული შტაბი.

მისივე მონაცემებით, კოვიდ-ინფიცირებულს გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსებენ, სადაც ამ დროისთვის 6 ინფიცირებული მკურნალობს. 6-დან 2 პაციენტს, რომლებიც გუდაუთის ჰოსპიტალში მანამდე მოათავსეს, ცალმხრივი პნევმონია დაუდგინდა სუნთქვს გართულების გარეშე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტს უტარდება შესაბამისი თერაპია, - აცხადებენ შტაბში.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ მოსახლეობას თვითიზოლაციის რეჟიმის მაქსიმალური დაცვისა და აუცილებლობის შემთხვევაში გარეთ გასვლისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდა.

• სულ ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან პირველი ორი პაციენტი განიკურნა, მესამე – 1925 წელს დაბადებული ქალი თანმდევი დაავადებებით გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S