
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 10-მდე გაიზარდა
12/05/2020 06:02:08 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის ინფიცირება დაადასტურა. ამრიგად, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა10-მდე გაიზარდა. მათგან COVID-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში, შინ დარჩნენ და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის დროს ნიღბები გამოიყენონ.
საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის 23 შემთხვევა აქვს დადასტურებული.
ორივე ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული თითქმის ყველა პირი რუსეთში იმყოფებოდა.