Accentnews.ge
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 87 პირი დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 87 პირი დაჯარიმდა

12/05/2020 08:35:19 სამართალი

გასული 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო ქვეყნის მასშტაბით 87 ადამიანი დაჯარიმდა, მათგან 83 მოქალაქე კომენდატის საათის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

შსს–ს ცნობით, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობის 1 ფაქტი გამოავლინა; მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

31 მარტიდან დღემდე პოლიციის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯამურად გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 21 მილიონ ლარს უახლოვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S