
ისნის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ცხედარი იპოვეს
12/05/2020 09:48:03 სამართალი
ისნის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო მამაკაცია, რომელიც მიტოვებულ ობუექტში ცხოვრობდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შენობაში უსახლკაროები ხშირად იყრიან თავს.
ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.