Accentnews.ge
სოხუმში იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი აღმოაჩინეს (ვიდეო)

სოხუმში იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი აღმოაჩინეს (ვიდეო)

12/05/2020 10:11:05 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების სამალავი აღმოაჩინეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.

დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, სამალავს კარტოზიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მიაკვლიეს.

“იარაღი და საბრძოლო მასალა საექსპერტო-კრიმინალისტურ ცენტრში გადაიგზავნა, სადაც ბალისტიკოსები ამოღებული ნივთების სრულ ტექნიკურ მახასიათებლებსა და ბრძოლისუნარიანობას დაადგენენ” – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S