
აფხაზეთში 12 ივლისისთვის შუალედური “საპარლამენტო არჩევნები” დაიგეგმა
12/05/2020 10:45:44 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოლქში ე.წ. “პარლამენტის” დეპუტატთა შუალედური არჩევნები 12 ივლისისთვის დანიშნა.
აფხაზურმა ე.წ. პარლამენტმა უფლებამოსილება ოთხ დე ფაქტო დეპუტატს შეუწყვიტა – “პრეზიდენტად” არჩეულ ასლან ბჟანიას, დე ფაქტო პრემიერად დანიშნულ ალექსანდრე ანქვაბს, შს დე ფაქტო მინისტრად დანიშნულ დიმიტრი დბარსა და გაგრის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ იური ხაგუშს.