Accentnews.ge
დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი

დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი

12/05/2020 12:21:59 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი.

„სადღეისოდ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე , მაკარონზე და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურის ფასი, რომელიც დეფიციტში იყო, მაგრამ ზეთზე, შაქარზე, მაკარონზე ფასის მინიმალური ცვლილება იყო. პერსპექტივაში ჩვენ ველოდებით ფასების ქვემოთ სვლას შემდეგი თვეების განმავლობაში. ესაა საერთაშორისო ტენდენცია და გარდა ამისა, ჩვენთან უკვე შემოდის სეზონური ქართული პროდუქტი. ასე , რომ ინფლაციური წნეხი, რა თქმა უნდა, დაიწევს“, – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S