Accentnews.ge
დავითაშვილი: " პროდუქტები, რომლებზეც მთავრობამ ფასის ზრდა დააზღვია, ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი პროდუქცია"

დავითაშვილი: " პროდუქტები, რომლებზეც მთავრობამ ფასის ზრდა დააზღვია, ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი პროდუქცია"

12/05/2020 12:18:36 საშინაო პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის პროდუქტები, რომლებზეც მთავრობამ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე ფასის ზრდა დააზღვია ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია.

მისი თქმით, მთავრობამ ბიზნესს კურსის ცვლილება დაუზღვია, თუმცა ეს არ გულისხმობდა იმას, რომ ამ მექანიზმით ისინი ფასების ცვლილების სრულად შეჩერებას შესძლებდნენ.

„ჩვენ ვახდენდით საკურსო ფასის დაზღვევას ბიზნესებისთვის იმ შემთხვევაში თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ. აქ ორი მიზანი გვქონდა: პირველი - შეგვექმნა მოტივაცია, რომ დამატებითი მარაგები შემოსულიყო ქვეყანაში, იმ პირობებში როდესაც სავაჭრო შეზღუდვები იყო; ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანაში ფიზიკური დეფიციტი არ ყოფილა და მეორე - ფასების ზრდა არ მომხდარიყო, მაგრამ ფასების დაფიქსირება ვერანაირად შესაძლებელი ვერ იქნებოდა, ამას უბრალოდ, მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იყო შემარბილებელი ეფექტი, რამაც მოგვცა შეღავათი. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, კალათა იმ პროდუქტების, სადაც გვქონდა ინტერვენცია უფრო ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე - დანარჩენი პროდუქცია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო 9 სასურსათო პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო, ფასის ზრდას აზღვევს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S