Accentnews.ge
ბიბილოვი: “ამ სტადიაზე კორონავირუსის ლოკალიზება მოვახერხეთ»

ბიბილოვი: “ამ სტადიაზე კორონავირუსის ლოკალიზება მოვახერხეთ»

12/05/2020 13:33:52 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის მტკიცებით, ამ ეტაპზე “რესპუბლიკაში” კორონავირუსი ლოკალიზებულია. ამის შესახებ მან დღეს ოპერატიული შტაბის წარმომადგენლებთან თათბირზე განაცხადა.

«ვირუსის მატარებლები და ის მოქალაქეებიც, რომელთაც იგი არ დაუდასტურდათ, სამედიცინო დაწესებულებებში კარანტინში იმყოფებიან. რესპუბოიკაში კორონავირუსის გამოჩენამდე მიღებული ზომების წყალობით ამ ეტაპზე მისი ლოკალიზება მოვახერხეთ. სადღეისოდ ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ინფექცია არ მოხვდეს ქუჩებში და ჯერ-ჯერობით ამას ვახერხებთ», - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ამასთან, ბიბილოვის მტკიცებით, ცხინვალი არ განიცდის მედიკამენტების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სადეზინფექციო საშუალებების ნაკლებობას.

რაც შეეხება ინფიცირებულთა მდგომარეობას, დე ფაქტო პრეზიდენტის ინფორმაციით, ისინი თავს კარგად გრძნობენ და შესაბამის მკურნალობას იღებენ.

“საკარანტინო ზომები ხელს შეუწყობს იმას, რომ კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებების კედლებს არ გასცდეს. ამმხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მედიკოსებს, რომლებსაც კარანტინში მყოფ პირებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ», - დასძინა დე ფაქტო ლიდერმა.

კორონავგირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 6 მაისს დადასტურდა. 11 მაისისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 23-ს შეადგენდა. დაავადებულთა შორის ყველა რუსეთიდან არის დაბრუნებული. მათ შორის არიან უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კურსანტები.

იხილეთ ასევე: მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?

“ეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S