Accentnews.ge
OC Media: საქართველოს მიერ შესყიდული “ნიდერლანდური წარმოების” 30 000 ტესტ-სისტემა ჩინური აღმოჩნდა

OC Media: საქართველოს მიერ შესყიდული “ნიდერლანდური წარმოების” 30 000 ტესტ-სისტემა ჩინური აღმოჩნდა

12/05/2020 14:42:14 საზოგადოება

COVID-19-ის ანტისხეულების “ნიდერლანდური წარმოების” 30 000 ექსპრეს-ტესტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეისყიდა, რეალურად ჩინეთში წარმოებული და ხელახლა მარკირებული აღმოჩნდა, - იუწყება OC Media.

მისივე ცნობით, 5 ათასი ტესტი, რომელიც გაყიდვაში «Biozek»-ის მარკით მოხვდა, საქართველოს მთავრობას 15 აპრილს TBC Bank-მა აჩუქა. 24 აპრილს კი ჯანდაცვის სამინისტრომ 930 000 ლარის (290 000 აშშ დოლარის) ღირებულების 30 ათასი დამატებითი ტესტი შეისყიდა სამედიცინო პროდუქციის ქართველი იმპორტიორის - «Solemart»-ისაგან.

შესყიდვის შესახებ განაცხადის დანართში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური წერს, რომ TBC Bank-ის მიერ მიწოდებული ტესტები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადებითად არის შეფასებული. ტესტების დამამზადებლად მითითებულია კომპანია «Inzek International Trading», ნიდერლანდები.

თუმცა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის გაშუქების ჟურნალისტური პლატფორმისა (OCCRP) და მისი პარტნიორების, მათ შორის ჰოლანდიური გამოცემა «Investico»-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ «Biozek»-ის ტესტები ფაქტობრივად გადაამარკირეს ტესტებით, რომლებიც ჩინური კომპანია Alltest»-ის მიერ არის წარმოებული.

«Inzek»-ის გენერალურმა დირექტორმა ზეკი ხამიდმა აღიარა, რომ ტესტები ჩინეთშია წარმოებული. «ჩინეთში არსებული ფირმა მართლაც პროფესიონალი მწარმოებელია და ოფიციალური სერტიფიკატები გააჩნია», - განაცხადა OCCRP-ს კითხვის საპასუხოდ ხამიდმა. ხოლო კითხვაზე, რატომ დარეკლამდა ეს ტესტები ნიდერლანდებში წარმოებულად, მან აღნიშნა: «შესაძლოა, იქ ერთ სიტყვაში იყოს შეცდომა და ეს გამოსწორებას საჭიროებდეს».

“მეორე დღეს, 29 აპრილს ბრალდებების მოსახსნელად ვებ-საიტზე ინფორმაცია შეცვალეს», — აღნიშნავს OCCRP.

ცნობისთვის: ნიდერლანდურის ნაცვლად ჩინური ტესტები შეისყიდა ამასწინათ მოსკოვის მერიამაც.

ჟურნალისტებს ამ ტესტების სიზუსტეში ეჭვი შეაქვთ. როგორც OCCRP აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში მათი სიზუსტე გაცხადებულზე გაცილებით დაბალია და ზოგ შემთხვევაში ცდომილება 60%-ს აღწევს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში OC Media-ს განუცხადეს, რომ ბრალდებების შესახებ არაფერი იცოდნენ.

თავის მხრივ, ტესტების ქართველი იმპორტიორი – კომპანია «Solemart» ირწმუნება, რომ ტესტები ნიდერლანდებშია წარმოებული. კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ ტუკვაძემ განუცხადა “OC Media”-ს, რომ ეს «Inzek»-თან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის და იგი “მაღალი დონის კომპანიაა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S