Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აფხაზეთში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12/05/2020 18:51:44 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ლაბორატორიულად COVID-19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.უახლოეს ხანები ინფიცირებულებს გუდაუთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტესტირება ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სულ 39 ადამიანს ჩაუტარდა. ახლადგამოვლენილი ინფიცირებულები სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთიდან ბრუნდებიან. დაბრუნებისთანავე ისინი სოხუმის სასტუმრო “აიტარში” კარანტინში იყვნენ მოთავსებულები.

გუდაუთის სამხედრო ჰოსპიტალში მანამდე შეყვანილი 7 პაციენტის ჯანმრთელბის მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე, ისინი შესაბამის მკურნალობას იღებენ, - აცხადებენ ოპერატიულ შტაბში.

სასტუმრო “აიტარში” კი სადღეისოდ კარანტინში 256 ადამიანი იმყოფება. ყველა მათგანი უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდანაა დაბრუნებული, მათგან 216 კურსანტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S