Accentnews.ge
სამეგრელოში აფხაზეთიდან გადმოსული „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

სამეგრელოში აფხაზეთიდან გადმოსული „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

13/05/2020 07:18:03 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S