Instagram-მა კადიროვის, დაუდოვის, ვისმურადოვისა და დელიმხანოვის გვერდები დაბლოკა

13-05-2020 11:25:56 კავკასია

Instagram-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს გვერდი კიდევ ერთხელ დაუბლოკა. გაქრა ასევე წვდომა ჩეჩნური პარლამენტის თავმჯდომარის მაგომედ დაუდოვის, ვიცე-პრემიერ აბუზაიდა ვისმურადოვისა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ადამ დელიმხანოვის გვერდებზე, - იუწყება «Кавказ.Реалии».

რესპუბოიკის პირველი პირები Instagram-ში თავის გვერდებს არაოფიციალურს უწოდებდნენ, თუმცა აქტიურად იყენებდნენ.

2019 წლის ივნისში კადიროვის გვერდი ასევე იყო დაბლოკილი, ერთი წლით ადრე შეწყდა წვდომა აქაუნთზე @za_kadyrov_95. Instagram-სა და Facebook-ში კადიროვის ძველი გვერდები 2017 წლის 23 დეკემბერს დაიბლოკა – მას შემდეგ, რაც მასზე “მაგნიტსკის სიით” გათვალისწინებული ამერიკული სანქციები გავრცელდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები