
ბავშვის უფლებების კოდექსის ამოქმედება გადავადდა
13/05/2020 08:38:45 სამართალი
ბავშვის უფლებათა კოდექსი 1 ივნისის ნაცვლად, სექტემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნულის მიზეზად ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე პანდემიას ასახელებს. კერძოდ, კილაძის განმარტებით, ტრენინგების პრაქტიკული ნაწილი პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.
„ჩვენ პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თითმმართველობები მზად ვიყავით, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი პირველი ივლისიდან ამოქმედებულიყო. კოდექსის მიდგომა არის რომ ბავშვთან არც ერთმა იმ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო ონლაინ რეჟიმში ჩავატრეთ ტრენინგები, თუმცა ამ ტრენინგებს ჰქონდა ასევე პრაქტიკული ნაწილი, რომლის განხორციელებაც ობიექტური მიზეზების, ქვეყანაში შექმნილი ვიტარების გამო შეუძლებელი იყო. ამიტომ, ჩვენი შემოთავაზებაა, რომ პანდემიის გამო, პირველი ივნისის ნაცვლად პირველ სექტემბერს ავამოქმედოთ ბავშვის უფლებათა კოდექსი და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ამ ობიექტურ მიზეზს გაგებით მოეკიდება,“- აღნიშნა სოფიო კილაძემ.