Accentnews.ge
ფაუჩი: „COVID-19–ის ვაქცინა შესაძლოა, შემოდგომისათვის მზად იყოს“

ფაუჩი: „COVID-19–ის ვაქცინა შესაძლოა, შემოდგომისათვის მზად იყოს“

13/05/2020 10:38:35 მსოფლიო

აშშ–ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩის განცახდებით, ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე, 8 ვარიანტის კლინიკური ცდები მიმდინარეობს და შესაძლოა, ვაქცინა შემოდგომისათვის მზად იყოს.

ამასთან, როგორც მან სენატორებთან საუბრისას აღნიშნა, პროგნოზი, რომ ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე დასჭირდებოდა, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.

"ჩვენ ბევრი კანდიდატი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე გამარჯვებული გვეყოლება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გლობალურ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს, თუ რამდენიმე წარმატებული კანდიდატი გვეყოლება", - განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, ვადების შემცირება გარკვეულ რისკებს შეიცავს:

"ჩვენ დოზების შექმნაში რესურსებს მანამ ჩავდებთ, სანამ გვეცოდინება, მუშაობს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი. ნეგატიური შედეგების რისკი არსებობს".

ვაქცინები, რომლებიც ტესტირებას ვერ გაივლის და ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდება, საჯარო მოხმარებისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსი ჯამში 1 408 636 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 83 425, გამოჯანმრთელდა 296 746 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S