Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

13/05/2020 11:08:09 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს “იუგოოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ აცნობა.

"კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ კურსანტსა და რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონს, რომელიც საგარეო უწყების ხაზით რუსეთიდან შემოვიდა. ორივე კარანტინში იმყოფებოდა. სულ ამ დროისთვის 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში 290-მდე დაბრუნებული მოქალაქე იმყოფება, მათგან 218- სამედიცინო დაწესებულებებში, 73 – რაიონებში” - აღნიშნა მან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევები ოკუპირებულ რეგიონში 6 მაისს გამოვლინდა. სადღეისოდ დადასტურებულ 24 შემთხვევაში მოქალაქეები რუსეთიდან არიან დაბრუნებულები. მათ შორისაა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე კურსანტი, ასევე საგარეო უწყების ხაზით ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული პირები. კიდევ ერთი ინფიცირებული რუსული სამხედრო ბაზის თანამშრომელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S