გეგმური ოპერაციები განახლდება
13/05/2020 11:31:18 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვინაიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი შეცირებულია, გეგმური ოპერაციები განახლდება.
„უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა გეგმური შემთხვევების ხარჯზე შემცირდა, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, რადგან ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე ვიყავით. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, ინფექცის კონტროლის კუთხით კლინიკების მზაობაც მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაყისში იყო. უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.


