Accentnews.ge
გრეგოროვა – „ქართულ ოცნებაზე: „უკმაყოფილო ვარ იმ პოზიციით, რომელშიც ხელისუფლებამ ჩაიგდო თავი“

გრეგოროვა – „ქართულ ოცნებაზე: „უკმაყოფილო ვარ იმ პოზიციით, რომელშიც ხელისუფლებამ ჩაიგდო თავი“

13/05/2020 12:49:48 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი „მწვანეთა ალიანსიდან“ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ლიერების პოზიციიტ უკმაყოფილოა.

"ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, როგორც ვითარდება სიტუაცია, რადგან 2 თვის წინ, შეთანხმების დადებიდან ერთ კვირაში ჩვენ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას ვაპირებდი. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის გამო სტრასბურგში სტანდარტული პლენარული სხდომა არ ჩატარებულა, შესაბამისად, რეზოლუციაც არ მიგვიღია.

რაღაც მხრივ, კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკებები და შეთანხმება არ იყო დაფუძნებული რეზოლუციის შიშზე, არამედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას და ყველა პატივსაცემ მხარეს შორის გულწრფელ შეთანხმებაზე. თუმცა, ეს ასე არ ჩანს. რა თქმა უნდა, ვერ მეცოდინება, ეს იმის გამო მოხდა, რომ კორონავირუსი დიდებული შესაძლებლობა იყო ამის გასაკეთებლად, თუ თავიდანვე ასე ჰქონდათ დაგეგმილი. ძალიან უკმაყოფილო ვარ იმ პოზიციით, რომელშიც ხელისუფლებამ ჩაიგდო თავი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [ევროპარლამენტარები] დასაწყისშივე ვიყავით ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ ეს შეთანხმების ნაწილი იყო", - ამბობს გრეგოროვა მედია-პროექტ Пограничная ZONA–სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S