Accentnews.ge
პრემიერი: "ქართული პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება"

პრემიერი: "ქართული პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება"

14/05/2020 07:33:32 საშინაო პოლიტიკა

"ქართული პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე და ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S