Accentnews.ge
"საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც"

"საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც"

14/05/2020 07:38:17 საშინაო პოლიტიკა

"საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო, არ შეგვეჩერებინა და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ ფოთის პორტის ერთ - ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი და უკვე გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი. პროექტის სრული ღირებულება 93 მილიონი დოლარია. რეალურად, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავ ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S