
ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება
14/05/2020 08:34:37 რეგიონები, რეკლამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სურსათის ეროვნულისააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზამელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახალციხის ცხოველების ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს, რამდენად მომზადებულიხვდება ბაზარი ფერმერებსა და მომხმარებლებს, ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებშირეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სისტემატიურად. ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება.