
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
14/05/2020 08:54:45 კონფლიქტები
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ამგვარად, შემთხვევების საერთო რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
«კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების კიდევ 4 დაბრუნებულ კურსანტსა და ქალს, რომელიც რესპუბლიკაში რუსეთიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით დაბრუნდა», - განმარტა “იუგოოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ორკვირიან სავალდებულო კარანტინში სულ 279 ადამინი იმყოფება, მათგან კლინიკებში - 139, რაიონებში – 73, სასტუმრო “ალანში” – 24, თვითიზოლაციის რეჟიმში შინ – 43.
ცნობისთვის: თბილისმა ცხინვალს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება არაერთგზის შესთავაზა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე აცხადებდა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან მიიღებდა.