სომხეთის ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები თვითიზოლირდნენ და კორონავირუსზე ტესტები ჩაიტარეს

14-05-2020 15:10:20 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები თვითიზოლირდნენ და კორონავირუსზე ტესტები ჩაიტარეს.

არსენ ტოროსიანმა და სურენ პაპიკიანმა ეს გადაწყვეტილება მათ უწყებებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემდეგ მიიღეს. შესაბამისი განცხადება დღეს ქვეყნის მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.

სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 13 ინისამდე გაახანგრძლივოს. მოგვიანებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრ პაპიკიანის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

• სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 142-ით გაიზარდა და ჯამში 3860-ს შეადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები