
აფხაზეთში კიდევ ორი კოვიდ-ინფიცირებული გამოავლინეს
14/05/2020 16:45:40 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც დაავადებასთან ბრძოლის ადგილობრივ ოპერატიულ შტაბში განმატავენ, ჩატარდა 27 ტესტირება და ორმა მათგანმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ინფიციებულთაგან ერთი რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტია, მეორე – გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთში დაღესტნიდან ჩავიდა.
სულ სადღეისოდ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 17 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 აქტიურია, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.