Accentnews.ge
საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან  200–მდე პირია გადმოყვანილი

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან  200–მდე პირია გადმოყვანილი

14/05/2020 16:56:09 კონფლიქტები

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 200–მდე პირია გადმოყვანილი.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რუხის კლინიკა სრულ მზადყოფნაშია, აფხაზეთიდან პაციენტები მიიღოს.

„სადღეისოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე 188 პირია გადმოყვანილი. მათგან 80-მდე ადამიანი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში იმყოფება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება:

„დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ, აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ციხელაშვილამა.

მინისტრის თქმით, მონაცემების გადამოწმების საშუალება არ აქვთ, თუმცა აშკარაა ტენდენცია, რომ მაჩვენებლები იზრდება და მნიშვნელოვანია, ყველა ზომა გატარდეს.

„ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გადავრცელება ამ ვირუსის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას, უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას.

დაწყებული იმ გამოცდილებიდან, რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში, უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამის კლინიკებში, რომლებიც არის განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S