Accentnews.ge
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა

15/05/2020 05:51:11 რეგიონები

დღეს დილის 06:00-დან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა. ამ სოფლიდან გასვლა და ადგილზე შესვლა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება. ეს ნებართვები კი სურსათის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების მიზნით გაიცემა.

აღნიშნულის მიზეზი COVID-19 -ის ახალი შემთხვევები გახდა. სოფელ გეტას გარდა, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მინიციპალიტეტის სოფელ მუშევანშიც.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში. სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8;მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

გუშინ ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S